Microsoft Teams-ის საშემოდგომო განახლება

კარანტინის დროს დისტანციურ რეჟიმში მუშაობა ბევრი ჩვენთაგანისთვის უფრო ჩვეული გახდა, ვიდრე განონაკლისი. კომპანიაები გუნდური მუშაობის სხვადასხვა გზებს მიმართავენ: ზოგიერთი უზარმაზარ ცხრილებს ქმნის Excel-ში საერთო წვდომისათვის, ზოგიერთი Telegram ჩატების რაოდნობას ზრდის, ზოგიერთი კი ყიდულობს პროგრამულ უზრუნველყოფას.

კომპანია Microsoft უზრუნველყოფს გუნდურ მუშაობას Microsoft Teams-ის საშუალებით, თავად პლატფორმა კი მუდმივად ვითარდება. სტატიაში გთავაზობთ გაეცნოთ განახლებულ პროდუქტს, რომელიც უკვე ამ შემოდგომაზეა ხელმისაწვდომი.

Meetings & Calling

მოიწვიეთ სტუმრები შეზღუდვების გარეშე

ახლა უკვე შეგიძლიათ ერთდროულად იხილოთ ვიდეოზარის 49 მონაწილე. ამისათვის უნდა გაააქტიუროთ Teams-ის ფუნქცია და დარწმუნდეთ, რომ თითოეულ მონაწილეს მიეწოდება ინტერნეტი ხარვეზების გარეშე.

შეხვედრა 49 მონაწილით Teams-ში

სუბტიტრები პირდაპირ ეთერში

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა არამარტო მოუსმინოთ საუბნებს, არამედ დაინახოთ კიდევაც. Microsoft real-time რეჟიმში ამატებს სუბტიტრებს თითოეული მონაწილისათვის. ჯერ-ჯერობით ეს ფუნქცია მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი.

Microsoft-ის ტრანსლაცია

Spotlight

თუ გაქვთ მოლოდინი, რომ შეხვედრისას დროის რაღაც მონაკვეთი ერთი, კონკრეტული ადამიანი ისაუბრებს – „მიმართეთ განათება“ მისკენ. შესაბამისად „ფოკუსის“ ოპციაზე დაჭერით განათავსეთ სპიკერის ვიდეო ეკრანის ცენტრში. ამჟამად ეს შესაძლებლობა გეძლევათ შემდეგი მოწყობილობების გამოყენებით: PC, Mac, mobile (მხოლოდ ყურების ფუნქცია) და Windows-ის Microsoft Teams Rooms.

სპიკერი ყურადღების ცენტრში

გაერთიანდით Together mode-ის საშუალებით

მოდი გავერთიანდეთ! AI ტექნოლოგიების გამოყენებით, Microsoft გვთავაზობს მონაწილეების ერთ დარბაზში განთავსებას, რაც ცოცხალი შეხვედრის შეგრძნებას ქმნის. ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ ერთი meeting room, მაგრამ ამ წლის ბოლომდე შეხვედრების ჩატარების შესაძლებლობა სიდნეის საოპერო თეატრის საკონცერტო დარბაზშიც კი გექნებათ!

მარკეტოლოგების ყოველდღიური შეხვედრა Together mode-ის გამოყენებით

დაამატეთ სტიკერები პირდაპირ თქვენს მონიტორს

მოგენატრათ ცოცხალი დისკუსიები და ბრეინშტორმინგი შეხვედრების ოთახში? პირადად ჩვენ – კი. Microsoft ცდილობს ვირტუალური სივრცის რეალურ ცხოვრებასთან მაქსიმალურად ნიახლოვებას და გთავაზობთ გამოიყენოთ დაფები ჯგუფური შეხვედრებისას. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა გამოიყენოთ ყველა ის ინსტრუმენტი, რასაც ჩვეულებრივ დაფაზე იყენებთ: ჩამოწეროთ შენიშვნები, დახატოთ ილუსტრაციები, დაამატოთ სტიკერები ( შესაძლებელია არამარტო რედაქტირების, არამედ read-only რეჟიმის გამოყენებაც.) განხილვის თითოეული მონაწილე სიხარულით შემოუერთდება ბრეინშტორმინგს.

მიმდინარე მარკეტინგული ამოცანების განხილვა დაფაზე

მეტი კონტროლი შეხვედრებისას

ორგანიზატორებს შეუძლიათ აუკრძალონ შეხვედრის მონაწილეებს ხმის გამორთვა, ან პირიქით შეხვედრის მიმდინარეობისას მხოლოდ ხელის აწევის შედეგად ჩართონ ხმა. ეს ფუნქცია არ ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, არამედ ხელს უწყობს მსხვილი კონფერენციების კიდევ უფრო ორგანიზებულად ჩატარებას.

შეხვედრის მონაწილეების unmute ფუნქციის მართვა

შეინახეთ შეხვედრის ჩანაწერები OneDrive-ზე და SharePoint-ზე.

2020 წლის ქოტომბრიდან, ვიდეოჩანაწერები შეგიძლიათ შეინახოთ ჩვენს OneDrive-ზე ბიზნესისთვის ან SharePoint-ში. ამ ფაილებზე ვრცელდება ყველა დოკუმენტებთან მუშაობის შესაძლებლობა: შეგიძლიათ განსაზღვროთ წვდომა (მათ შორის გარე მომხმარებლებისთვისაც), უფრო სწრაფად იპოვნოთ ფაილები და დააკონფიგურიროთ უსაფრთხოების წესები. ამისათვის აიტი ადმინისტრატორებმა უნდა განაახლონ პირობები PowerShell-ის გამოყენებით.

ახალი შესაძლებლობები ვიდეოს შესანახად

შეაგროვეთ მონაცემები შეხვედრის მონაწილეებზე

გაიგეთ ვინ და როდის შემოუერთდა თქვენს შეკრებას, „Download attendance list“ ოფციის გამოყენებით.

ატვირთეთ ინფორმაციის ინფორმაცია

ყველა ვიდეო ნაკადის მართვა

Microsoft-მა განაახლა პოლიტიკა, შეხვედრების შესახებ, რომლის თანახმადაც გაქვთ შესაძლებლობა დაბლოკოთ არამხოლოდ გამავალი ვიდეო ნაკადი შეხვედრების მიმდინარეობისას, არამედ შემომავალი ნაკადი ანუ თქვენი გამოსახულება.

Chat & Collaboration

გაიგეთ მეტი თქვენი დაქვემდებარებულების განწყობაზე

შეგიძლიათ გახდეთ საუკეთესო მენეჯერი თქვენი თანამშრომლებისთვის! ახლა უკვე გვაქვს მარტივი და სწრაფი საშუალება გავიგოთ, თუ რა განწყობა აქვს გუნდს ზოგადად ან კონკრეტულ თემაზე, ეს შეიძლება იყოს work-life balance, პროექტის სტატუსი ან კომპანიის ახალი შიდა ცვლილებები.

ფუნქციის გამოყენების დასაწყებად აიტი ადმინისტრატორებმა უნდა დააკონფიგურირონ Reflect გაფართოება GitHub-ის საშუალებით და გახადონ ის ხელმისაწვდომი მისი მომხმარებლებისთვის შეტყობინებების გაფართოების მენიუში.

Reflect ფუნქცია. თქვენი კოლეგების განწყობის მონიტორინგი

თუ გსურთ მიიღოთ მეტი ინფორმაცია განახლების შესახებ, გთავაზობთ გაეცნოთMicrosoft-ის სექტემბრისა და ოქტობრის დაიჯესტს. ინფორმაცია მოცემულია ინგლისურ ენაზე.

იქიდან გამომდინარე, რომ დისტანციურად მუშაობას უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, კომპანია SMART business გთავაზობთ გაეცნოთ კურსს „Microsoft Teams-ში მუშაობის საფუძვლები“. კურსის ენაა რუსული.

და ბოლოს, გვსურს გაგიზიაროთ ვებინარის ჩანაწერი, სადაც მოგეცემათ შესაძლებლობა მიიღოთ მეტი ინფორმაცია ერთდროულად 200 კოლეგის მონაწილეობით ონლაინ შეხვედრების, 4000-მდე მონაწილით დაკომპლექტებული ონალინ ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობების და პროექტის სამუშაოების საერთო ჯგუფებში და ჩატებში მართვის შესახებ Microsoft Teams-ის გამოყენებით.

გისურვებთ წარმატებულ გუნდურ მუშაობას!