შეტყობინებების გახმოვანება, ავტომატური თარგმანი და პერსონალიზებული ფონები Microsoft Teams-ის თათბირებისათვის

ზოგჯერ დიდი კორპორაციებიც განიცდიან ნოსტალგიას. მოდით, თქვენც შემოუერთდით Microsoft-ის მოგონებებს და გაიხსენეთ, რა მაგარი რაღაცების ნახვა შეიძლებოდა ყოველ კომპიუტერში ამ ოცდაათიოდე წლის წინათ:

  • ქაღალდის სარჭი, რომელიც Word-ის ათვისებაში გეხმარებოდათ,
  • პასიანსი, რომელზეც ასეულობით საათი იხარჯებოდა,
  • დესკტოპის დამამშვიდებელი „უდარდელი“ ფონი
  • და, რაღა თქმა უნდა, უმშვენიერესი Paint – უამრავი ადამიანის პირველი ფოტოშოფი.

იმედია, თქვენც ისიამოვნეთ Windows-ის მუზეუმის დათვალიერებით! ახლა კი წარსულიდან მომავალში გადავინაცვლოთ და ვნახოთ, რა ახალი ფუნქციონალი დაემატა Teams-ს 2021 წლის ივლისის თვეში.

Meetings

შეხვედრებზე დამატებითი ჩართვების დაბლოკვა

ორგანიზატორებს შეუძლიათ დაბლოკონ შეხვედრები დამატებითი ჩართვებისგან. ყველა, ვინც შეხვედრის მსვლელობისას მასში ჩართვას შეეცდება, მიიღებს შეტყობინებას, რომ ჩართვა შეუძლებელია, ვინაიდან შეხვედრა ბლოკირებულია. ამგვარად, დაგვიანებული მონაწილეები შეხვედრის დამსწრეებს მუშაობაში ხელს ვეღარ შეუშლიან. ამ ფუნქციას „Participants“-ის პანელის „More actions“-ში ნახავთ. ამჟამად იგი მხოლოდ კომპიუტერებსა და ლეპტოპებზეა ხელმისაწვდომი Teams-ის აპლიკაციაში.

სლაიდების ავტომატური თარგმანი PowerPoint Live -ში

თუ შეხვედრის მიმდინარეობისას სპიკერი სლაიდებს თქვენთვის გაუგებარ ენაზე აჩვენებს, შეგიძლიათ ისარგებლოთ სლაიდის ავტომატურ რეჟიმში თარგმნის ფუნქციით. ეს დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ შეხვედრის კონტენტი. ამჟამად ფუნქცნიონალი ხელიმსაწვდომია 19 ენაზე. მეტის გაგება  Microsoft-ის რესურსებზეა შესაძლებელი.

შეხვედრების ავტომატური ჩაწერა

ორგანიზატორებს უკვე შეუძლიათ შეხვედრების პარამეტრებიდან „Record automatically“ ფუნქციის ჩართვა, რითაც შეხვედრის ან შეხვედრების სერიის ჩაწერის ორგანიზებას მოახდენენ. ჩაწერა ავტომატურად იწყება შეხვედრაში ორგანიზაცის პირველივე წევრის ჩართვის მომენტიდან. თუ შეხვედრა პირადი იყო, იგი ორგანიზატორის OneDrive-ზე შეინახება, ხოლო Teams-ის არხის ფარგლებში განხორციელებული შეხვდრები კი შეინახება SharePoint-ზე. ფუნქციონალი ხელმისაწვდომია კომპიუტერებსა და მობილურ მოწყობილობებზე, თუმცა მასზე ხელი იმ მომხმარებლებს ვერ მიუწვდებათ, რომლებიც А1 ტიპის (Microsoft 365 საგანმანათლებლო დარგები) ლიცენზიებს ფლობენ.

თქვენი Teams-შეხვედრების განსაკუთრებული ფონი

იმედია, Teams-ის შეხვედრებზე უკვე სათანადოდ შეაფასეთ მოხერხებული ფონიც და ფონების სხვადასხვა ვარიანტებიც. ამჯერად Microsoft-ი ფონის თქვენი კომპანიის საჭიროებებზე მორგებას გთავაზობთ. მაგალითად, SMART business-მა სულ ცოტა ხნის წინ Microsoft-ის 2021 წლის საუკეთესო პარტნიორის ჯილდო დაიმსახურა აზერბაიჯანსა და საქართველოში. გვსურს ეს სიხარული ჩვენს კლიენტებსა და პარტნიორებს გავუზიაროთ, ამიტომაც Teams-ის შეხვედრებისთვის პერსონალური ფონი შევქმენით.

თვალყური ადევნეთ თქვენი ზარის „კარდიოგრამას“

ისევე, როგორც კარდიოგრამა აჩვენებს თქვენი გულის მდგომარეობას, Teams-ში გაჩნდა შეხვედრების ან VOIP-ზარების თვალყურის დევნების შესაძლებლობა. ეს დიაგნოსტიკა საშუალებას გაძლევთ შეისწავლოთ პრობლემები, რომლებმაც აუდიო, ვიდეო ან შეხვედრის მონაწილეების საერთო კონტენტში იჩინეს თავი. მაჩვენებლები განახლდება ყოველ 15 წამში, რაც პრობლემების იდენტიფიკაციას უზრუნველყოფს მათი გაჩენისთანავე. გამოსცადეთ Call Health ფუნქციონალი შეხვედრების პარამეტრებში. გაიგეთ მეტი.

შეხვედრების დაკავშირებული კონტენტი Teams-ში მობილური მოწყობილობებისთვის

დაკავშირებული კონტენტი შეხვედრისთვის უკეთ მომზადებისა და შეხვედრებში მაქსიმალური ჩართულობის საშუალებას იძლევა. ის ინფორმაცია, რომელიც თქვენი საფოსტო ყუთიდან, OneDrive for Business და SharePoint-ის საიტებიდან იტვირთება, თქვენს მობილურ მოწყობილობებზეა ხელმისაწვდომი.

Calling

Transfer Calls between desktop and mobile

ზარების გადართვა კომპიუტერიდან მობილურ ტელეფონზე ძალიან მოსახერხებელი ფუნქციაა, რომლის გამოყენებაც დიდი სიამოვნებით დავიწყეთ SMART business-ში. წარმოიდგინეთ, რომ ხართ საცობში, 5 წუთში კი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იწყება. თქვენ უკვე გაქვთ შესაძლებლობა მობილური ტელეფონის საშუალებით ჩაერთოთ და შეხვედრის ნაწილი დისტანციურად გაატაროთ, ხოლო ოფისში მისვლისთანავე, სხვებისათვის შეუმჩნევლად, გადაერთვებით კომპიუტერზე. ახალი ფუნქცია საშუალებას გაძლევთ შეუფერხებლად გადართოთ ზარი ერთი მოწყობილობიდან მეორეზე, მაგალითად, ნოუთბუქიდან მობილურ ტელეფონზე. გაიგეთ მეტი

Chat & Collaboration

გაიზარდა სმაილების არჩევანი

ახლა უკვე 800 ემოჯიდან შეგიძლიათ არჩევა! აირჩიეთ კატეგორია და მარტივად იპოვნით თქვენთვის სასურველ გამომეტყველებას, კანის სხვადასხვა ფერის მიხედვით. სმაილებისა და ემოციების დამატება ტექსტური ნაკრების გამოყენებითაა შესაძლებელი.

შეტყობინებების გახმოვანება სხვადასხვა მოწყობილობებზე

თუ გსურთ შეტყობინების გახმოვანება, Teams-ი ამ შესაძლებლობას გთავაზობთ როგორც მობილურ მოწყობილობებზე, ასევე კომპიუტერებზეც. ამჟამად ხელმისაწვდომია ინგლისური, რუსული და სხვა ენები, თუმცა ველოდებით უკრაინულ ვარიანტსაც. შეგიძლიათ შეანელოთ, ან პირიქით, დააჩქაროთ შეტყობინების კითხვის სიჩქარე, ასევე აირჩიოთ ქალის ან მამაკაცის ხმა.

შეტყობინების Teams-ის არხებში ჩაშენებული თარგმანი Android და iOS-თვის

„არხებში“ ჩაშენებული შეტყობინების თარგმანი კონტენტის სასურველ ენაზე თარგმნის საშუალებას იძლევა. შეტყობინების თარგმნისთვის დააჭირეთ ხანგრძლივად და შემდეგ აირჩიეთ „თარგმანი“. შეტყობინება თქვენი ინტერფეისის ენაზე ითარგმნება ავტომატურ რეჟიმში. თუ გსურთ თარგმანის ენის შეცვლა, გადადით მენიუს პარამეტრების განყოფილებაში>საერთო>თარგმნა.

ვიმედოვნებთ, რომ ამ სტატიამ თქვენში ნოსტალგიური მოგონებების გაღვიძებასთან ერთად Microsoft Teams-ის გამოყენების უნარებიც გაგიფართოვათ.
თუ თქვენი კომპანია უკვე იყენებს Teams-ს, მაგრამ გსურთ, რომ თქვენმა თანამშრომლებმა მეტი გაიგონ ახალი ინსტრუმენტების გამოყენების შესახებ, გაეცანით ადაპტაციის პროგრამას (კომპანიებისთვის, რომლებსაც Microsoft 365-ის 150 ლიცენზიაზე მეტი აქვთ, პროგრამა უფასოა).

Posted in: